1. პროექტის სახელწოდება:
აღდგომა საქართველოსა და ევროპაში
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)1–2 წინადადებით
თემა ეხება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს,მოსწავლეები გაეცნობიან მართმადიდებლური ისტორიის წარსულსა და მის დღევანდელობას,ასევე თუ როგორ ხვდებოდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში,თუ რა ტრადიციები ჰქონდათ,მოახდენენ მის შედარებას ევრობულ ტრადიციებთან..შესაძლოა ერთობლივი პროექტების განხორციელება რეგიონის სკოლებს შორის,მოხდება აზრთა გაზიარება,მასალის ურთიერთგაცვლა,რაც შემდგომში სკოლების დაახლოებასა და ურთიერთთანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
3. პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია,ვინაიდან ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გვსურს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ მოსწავლეებს დღესასწაულის შესახებ,თუ რა ძირითადი განსხვავებაა ქართულ და ევროპულ აღდგომასა და მის ტრადიციებს შორის
4. პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია გავაცნოთ ბავშვებს აღდგომის ტრადიციები საქართველოსა და ევროპაში,რათა უფრო ვრცელი წარმოდგენა შეექმნათ ამ ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ.
5. მონაწილეთა ასაკი:
14წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:
პროექტი უნდა მომზადდეს 2 კვირის განმავლობაში
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შექმნიან ალბომს,,ესეებს,პრეზენტაციას,შექმნიან საკუთარ ვებ გვერდს,სადაც განათავსებენ ამ ინფორმაციას. განუვითარდებათ კომუნიკაციის ,აზრთა ურთიერთგაზიარებისა და შეჯერების,დაკვირვების უნარი,მოხდება შედარება მართმადიდებლურ და კათოლიკურ სააღდგომო ტრადიციებს შორის..,განიმტკიცებენ ცოდნას ამ თემასთან დაკავშირებითუნდა შეიქმნას პროექტი ამ თემასთან დაკავშირებით,მოსცავლეთა ერთი ნაწილი მოიძიებს მასალას ინტერნეტში,მეორე ნაწილი გაესაუბრება მოძღვარს ამ თემასთან დაკავშირებით.შეიქმნება ვიდეომასალა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
პროექტისათვის საჭირო იქნება კომპიუტერი,პროექტორი,ინფორმაციას მოვიძიებთ ინტერნეტის საშუალებით,ბავშვები გაეცნობიან რელიგიის ისტორიას.გავესაუბრებით მოძღვარს ამ თემასთან დაკავშირებით
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე,ნამუშევრების განთავსება ვებ გვერდზე,ბლოგის შექმნა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტს კავშირი აქვს რელიგიასთან,ხელოვნებასთან,ისტორიასთან..ასევე უცხო ენებთან,მოხდება მასალის გადათარგმნა გერმანულად და ინგლისურად,რაც საშუალებას მისცემდა უცხოელ ბავშვებს უკეთ გაცნობოდნენ საქართველოს,მის სადღესასწაულო ტრადიციებს.
11. სარგებელი სხვებისთვის:
მოხდება მოძიებული მასალის დემონსტრირება და ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მიიღოს ვრცელი ინფორმაცია სააღდგომო ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ.
12.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
პროექტის ხელმძღვანელი:ნ.არხოშაშვილი
13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
natiaarkhoshashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
natiaarkhoshashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment